საფრანგეთში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო.
დახურულია 11 მეტროსადგური, გადადებულია ასობით ფრენა, თითქმის შეწყვეტილია რკინიგზის მუშაობა, შეყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დახურულია სკოლები და სარიტუალო სასახლეები.
მოსახლეობა დაგეგმილ საპენსიო სისტემას აპროტესტებს, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას გულისხმობს და დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის ასაკის მატებას, ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს.
საფრანგეთის პროფესიული კავშირების ინფორმაციით, „ეს ერთადერთი გზაა, რომ სოციალური პროგრესი მოხდეს“. მათივე ცნობით, გაფიცვა შესაძლოა ერთი კვირა, ან ერთი თვეც გაგრძელდეს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში, პარიზში, ლიონში, მარსელში და ტულუზაში.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ქალაქებში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზაციაა.