Shiseido აზიის საშუალოშემოსავლიან ფენას უმიზნებს

იაპონური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Shiseido აპირებს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის საშუალო ფენაზე იქნება მორგებული. ამის მიზეზი არის 2020 წლისთვის გაყიდვების 1,29 ტრილიონ იენამდე (11,8 მილიარდ დოლარამდე) გაზრდა.

Shiseido-მ ახალი ქარხანა იაპონიაში, ტოჩიგის პრეფექტურაში გახსნა, რათა გაუმკლავდეს "made-in-Japan" ტრენდს, რომელიც ბოლო პერიოდში აზიის კოსმეტიკის ბაზარზე ფიქსირდება. საწარმო გათვლილია წლიურად 120 მილიონი პროდუქციის წარმოებაზე. აქ მოხდება მაღალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებების წარმოება, მათ შორის Elixir და IPSA ბრენდების ქვეშ. ახალ ქარხანაში წარმოებული ყველა პროდუქცია იქნება საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე გათვლილი.

Shiseido ამ ქარხნის გარდა, 2020/2022 წლებში დამატებით აპირებს საწარმოების გახსნას ოსაკასა და ფუკუოკაში.

ცნობისათვის, Shiseido-ს შემოსავლების 41,6% იაპონიის ბაზარზე მოდის და კომპანიას სურს ადგილზე წარმოებული პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაზარდოს აზიის იმ რეგიონებში, სადაც ის ამ დროისთვის შეზღუდულად არის წარმოდგენილი.

ზოგადად კი, კოსმეტიკურ კომპანიებში"Made in Japan" ტრენდი დიდი ხანია მუშაობს და ამ ქვეყანაში საკუთარ პროდუქციას აწარმოებენ ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა L'Oreal, Lancome და Procter & Gamble.

კოკა კვირკველია