გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი „GET” - საქართველოს პრესკონფერენცია საქართველოს ფინანსური სექტორის შესახებ თბილისში

2019 წლის 4 დეკემბერს ISET-ში გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ფინანსური სექტორის ექსპერტმა, დოქტორმა ალექსანდერ ლემანმა საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინეს.

ეს პროდუქტი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. მასზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ საბანკო სექტორი ინვესტიციის გარემოს მნიშვნელოვანი აქტივია.

ძირითადი მიგნებები:

· საბანკო სექტორი კარგად არის კაპიტალიზებული და ის მომგებიანია. ოჯახების და ბოლო დროს კი საწარმოთა ჭარბვალიანობა შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, რის შედეგადაც უცხოურ ვალუტაში აღებული კორპორაციული სესხები უმნიშვნელოვანესი რისკის წინაშე დადგება.

· საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლობის დაკრედიტების შესახებ ამოქმედებულმა რეგულაციამ ხელი შეუწყო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს შორის სარისკო სესხის აღების მოდელების აღმოფხვრას.

· დოლარიზაცია ბანკების დაუცველობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს და ძირს უთხრის ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულ რეჟიმს. ლარის გაუფასურების შემდეგ, მან კვლავ იჩინა თავი, როგორც პოლიტიკურმა პრობლემამ, თუმცა გონივრული ზომები უკვე საკმაოდ მკაცრია.

· მინიმუმ სამი ბანკი არის ,,მეტისმეტად დიდი იმისათვის, რომ მარცხი განიცადოს" და, შესაბამისად, მიდრეკილია ჭარბი რისკის აღებისკენ, რა დროსაც ეყრდნობა სახელმწიფო სუბსიდიას. ახალი საბანკო რეზოლუციის რეჟიმი იქნება ფუნდამენტური ცვლილება, მათ შორის ბანკის მმართველობაში.

· ფასიანი ქაღალდების ბაზრები სხვა ქვეყნებთან შედარებით განუვითარებელია. საპენსიო ფონდის ინვესტიციები და უფრო მიზანმიმართული სუვერენული ემიტენტის სტრატეგია ამ სექტორის სტიმულირებას გამოიწვევს.

· კერძო კაპიტალი უნდა გახდეს პრიორიტეტი რისკ-კაპიტალისთვის.

(R)