ინდოელმა მაგნატმა 211 000 დოლარიანი ოქროს პერანგი შეიძინა

ინდოეთში ფულს ყველაზე განსხვავებულად ხარჯავენ. ერთ-ერთი ასეთი მფლანგველი კი ტექსტილის მაგნატი პანკაი პარახია. მან ოქროს პერანგი შეუკვეთა.

ბიზნესმენმა დაბადების დღეზე გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის ექსკლუზიური საჩუქარი გაეკეთებინა. პანკაის 4-კილოგრამიანი ოქროს პერანგი შეუკერეს, რაშიც მაგნატმა 211 ათასი დოლარი გადაიხადა. აღნიშნულ პერანგს 20 მოხელე ორი თვის განმავლობაში ამზადებდა. საბოლოოდ კი პერანგი საკმაოდ პრაქტიკული გამოვიდა. პანკაის მისი გარეცხვაც კი შეუძლია.

ასეთი საჩუქრის შეკვეთა პანკაის ერთგვარ პარანოიას უკავშირდება. მან აღიარა, რომ ძალიან უყვარს ოქროს ნაკეთობები. პანკაი ამბობს, რომ ხალხში 2-3 კილოგრამი ოქროს ნაკეთობების გარეშე ვერ გადიოდა. ახლა კი მაგნატი მხოლოდ დაცვის თანხლებით გადაადგილდება.

"ძალიან მინდა გინესის რეკორდების წიგნში მოვხდე", - თქვა პანკაიმ. ამის შემდეგ ალბათ ფიქრობთ, რომ ინდოელი ბიზნესმენი ხარბი და მფლანგველია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. პანკაი აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას და ყოველწლიურად პოლიომიელიტით დაავადებულ 120 ბავშვს უფინანსებს ოპერაციას.