გრელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას 49 258 დევნილი ოჯახი ელოდება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში 90 606 ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 41 348 ოჯახი.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, 2012 წლიდან დაკმაყოფილებულია 19 970 დევნილი ოჯახი, რისთვისაც დაიხარჯა 406.485.960 ლარი.