ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 6 უკვე გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში სააგენტომ კერძო სექტორს 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით წარუდგინა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით გაყიდულია 6 ობიექტი, რომელთა საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 401 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი კონკურენციის და ვაჭრობის შედეგად უძრავი ქონება 8 090 000 ლარად გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანიისთვის სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.