კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ის მიმართულებაა, რომლითაც კომპანიები მუდმივად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს იღებს როგორც ბიზნესი, ისე საზოგადოება.
მისი კონცეფცია 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი 1971 წელს აშშ-ში განხორციელდა. მას შემდეგ კომპანიები მუდმივად ცდილობენ გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების წინაშე და ეს ტენდენცია ნელ-ნელა საქართველოშიც მკვიდრდება.
ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიის “ლიდერფუდის“ მაღაზიათა ქსელის დირექტორს ნანა ტაბატაძეს მივმართეთ.
ზოგადად, რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) კარგი კამპანია?
CSR კამპანია ერთ პრინციპს ეხმიანება - მდგრად განვითარებას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარის მდგრად განვითარებას. ზოგადად, არ არსებობს საბოლოოდ ჩამოყალიბებული,საერთო ჯამში მკვლევარებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორისაც კი არ არსებობს ერთიანი აზრი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი CSR კამპანია, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის ბიზნესის წარმოების ისეთი მოდელი, რომელშიც შეძლებისდაგვარად დაბალანსებულია კომპანიის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები. შედეგი კი ცალსახად აისახება კომპანიის წარმატებაზე.
დღეს ქართული კომპანიების CSR კამპანიებს როგორ შეაფასებთ?
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც მდგრადი, საზოგადოებისთვისა და კომპანიისთვის ორმხრივად სასარგებლო მოქმედება, საქართველოში არც ისე გავრცელებული მიმართულებაა. თუმცა ქართული კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტები არსებობს , რომელთაგან გავიხსენებდი CSR ჯილდო 2018-ის ფარგლებში განხორციელებულ რამოდენიმე პროექტს: „ნატახტარის“ მიერ განხორციელებული გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, „ვისოლ ჯგუფის“ პროექტი: წიგნი ყველა სოფელს. „საქართველოს ბანკი“ – პროექტი : Donate.ge – ქველმოქმედება მარტივად.
CSR-ის რამდენიმე მიმართულება აქვს. რომელი მათგანია თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი?
ხშირად დასმულა კითხვა სხვადასხვა მენეჯერისგან: „ძალიან ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს ჩვენს დახმარებას, მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენ ისინი და რამიმართულებით წავიდეთ?“
შერჩევისას ყოველთვის ვცდილობთ თავდაპირველად პასუხი გაეცეს შეკითხვებს: „შესაძლებელია ეს პრობლემა მოგვარდეს ჩვენს გარეშე ?“ „ჩვენი ჩართულობით ეს პრობლემა უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება?“ როდესაც ჩვენი კომპანია სცემს ამ შეკითხვებს პასუხს, უფრო მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღება.
CSR სტრატეგია, რომელის ჩამოყალიბება მიმდინარეობს დღეს ჩვენს კომპანიაში, განსაზღვრავს კომპანიის მოვალეობებს და გვეხმარება სწორედ შევარჩიოთ თუ რომელი სოციალური პრობლემის გადაჭრაზე უნდა იზრუნოს კომპანიამ და რა მიმართულებით წავიდეს.
მიმართულების განსაზღვრისას პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვამყარებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ვატარებთ კვლევას, ვხვდებით დაინტერესებულ მხარეებს და სწორედ ამის მერე ვსაზღვრავთ, თუ რომელ სფეროზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.
დღეისათვის ჩვენი კომპანია უპირატესობას ანიჭებს სოციალური პრობლემების მოგვარებას.
ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ CSR პროექტი არ იყოს ერთჯერადი?
ეს არის საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების და ბიზნეს რეპუტაციის გამყარების დამატებითი ინსტრუმენტი. კვლევები გვაჩვენებს, რომ საზოგადოების ინტერესი იზრდება სოციალურ ბიზნეს ინვესტიციების მიმართ. მომხმარებლები მეტ ყურადღებას უთმობენ კომპანიების სოციალურ ზემოქმედებას, ხოლო პოტენციური დასაქმებულები მომავალი დამსაქმებლის არჩევის დროს მეტად ინტერესდებიან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სოციალურ აქტივობებში, უფრო დადებითად საუბრობენ როგორც დამსაქმებლებზე.
გლობალური ბაზრის ახალი წესების გათავისების შედეგად, ქართულმა კომპანიებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა განვითარების სტრატეგიებში. ბოლო წლებში საქართველოში განვითარდა სოციალური პასუხისმგებლობა და მარტივი საქველმოქმედო დონაციიდან და სპონსორობიდან გადაიქცა სტრატეგიულ კოპლექსურ, მდგრად და ყველა მხარისთვის სასარგებლო ინტერვენციად. საწარმოები სულ უფორ მეტად ერთვებიან მდგრად სათემო პროგრამებში და აღიარებენ ამგვარი საქმიანობის მნიშვნელობას კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის.
სწორედ ასეთი ხანგრძლივი პროექტი მდრადი შედეგის მისაღწევად არის ნამდვილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და არა – ერთჯერადი საქველმოქმედი აქცია.
დაახლოებით რა თანხას ხარჯავს „ლიდერფუდი“ CSR პროექტებზე ყოველწლიურად?
კონკრეტული ბიუჯეტი არ გავქვს, რადგან არავინ იცის, ვის და რა დოზით დასჭირდება ჩვენი დახმარება.
ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი კომპანიის საქველმოქმედო აქტივობები აფიშირების გარეშე განვახორციელოთ. ასეთია ჩვენი პოლიტიკა, თუმცა აუცილებლად მინდა, რომ გაჟღერდეს ძეგვის თავშესაფარზე. მიზანი კი ის არის, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია დავიმეგობროთ, რადგან ამ ადამიანებს და ამ თავშესაფრის ხელმძღვანელს გვერდში დგომა ჭირდებათ.
ჩვენი საწარმოც და სათავო ოფისიც მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და თანამშრომლების უიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან. ამბებიც სწრაფად ვრცელდება და ძეგვის ისტორია სწორედ ასე მოვიდა ჩვენამდე. თავშესაფარში 18 ბავშვია, დაახლოებით 75 ადამიანი ყავთ სულ. ამ ყველაფერს კი ის ქალბატონი უძღვება, ვინც ამავე თავშესაფარში გაიზარდა და მუდივად ცდილობს, წინ წავიდეს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ბენეფიციარებს. არ მაქვს უფლება, მათი ნებართვის გარეშე მოვყვე ყველა ისტორია, რაც მოვისმინე და საკუთარი თვალით ვნახე, თუმცა გეტყვით, რომ ამ საოცარ და ნიჭიერ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს, რთული პერიოდი უდგათ და ყველას გვერდით დგომა ჭირდებათ, აქ ელემენტარულ შაქარზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზეა საუბარი. ვეცადეთ, თუნდაც რამდენიმე დღე შეგვემსუბუქებინა და რამდენიმე პარტნიორი კომპანიის დახმარებით სიურპრიზი მოვუწყეთ და დაუგეგმავად მივედით ანიმატორებთან და ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება ერთჯერადი. იმედი გვაქვს, მათი ღიმილი და ემოციები, რაც იმ დღეს ერთად განვიცადეთ, მუდმივი გახდება და დარწმუნებული ვარ, ეს საოცარი ბავშვები უდიდეს წარმატებებს მიაღწევენ.