მთავრობა მესტიის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციას 1 840 000 ლარად ყიდის

მთავრობა მესტიის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციას ელექტრონულ აუქციონზე, სასტუმროს მოწყობის მიზნით, 1 840 000 ლარად ყიდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. საწყისი ფასი კი 1 840 000 ლარია.

საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

მყიდველმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში, სასტუმროს შექმნა ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს.

დეტალური ინფორმაცია აუქციონის შესახებ იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/387FPso?fbclid=IwAR3A3fD3XxqcYKmbyWCn4LgbMO8tCh6TAAaY74eoDQJRbnmOOOJqJZ6Nurs

დეტალური ინფორმაცია 100 საპრივატიზებო ობიექტის შესახებ იხილეთ ბმულზე- https://bit.ly/2OOKWG2