მესტიაში გერმანელი ტურისტები დააყაჩაღეს

მესტიაში წუხელ გერმანელი ტურისტები დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა ტურისტებს ფული და ტექნიკური აპარატურა წაართვეს. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტურისტი ნაცემია და ის თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.