"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას"

ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის #633 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე.

„აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალმთიან დასახლებაში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ როგორც ექსპორტზე, ასევე მათი რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში წარმოების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დადებითად აისახება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.