Saudi Aramco-მ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური IPO ჩაატარა

ნავთობის მოპოვების მიხედვით მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანიამ Saudi Aramco-მ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების IPO-ს შედეგები შეაჯამა. როგორც ირკვევა, ეს იყო ყველაზე მასშტაბური IPO ისტორიაში, რომლის მოცულობამ 25,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანიის ინფორმაციით, თითო განთავსებული აქციის ფასმა 32 რეალი შეადგინა, ხოლო ბირჟაზე კომპანიის აქციების 1,5% გავიდა გასაყიდად, საიდანაც ორი-მესამედი ინსიტიტუციურმა ინვესტორებმა შეიძინეს, დანარჩენი კი საცალოდ გაიყიდა.

Saudi Aramco-ს IPO-მ ამ მაჩვენებლით გაასწრო წელს ჩინური ინტერნეტ-გიგანტის Alibaba Group Holding Ltd-ის IPO-ს, რომლის აქციების გაყიდვის მოცულობამ 25 მილიარდი დოლარი შეადგინა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური IPO 2014 წლის შემდეგ.

თავად კომპანია Saudi Aramco -ს კაპიტალიზაცია IPO-ს შედეგად შეფასდა ასევე რეკორდულად - 1,7 ტრილიონ დოლარად.

კოკა კვირკველია