ევროკავშირმა მის ტერიტორიაზე სტაბილური კრიპტოვალუტების გამოყენება აკრძალა

ევროკავშირმა საკუთარ ტერიტორიაზე სტაბილური კრიპტოვალუტების (კრიპტოვალუტები, რომლებიც გამყარებულია მატერიალური ღირებულებებით) გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში ვკითხულობთ, რომელიც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების დონეზე მიიღეს.

„ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთმა გლობალურმა სტაბილურმა კრიპტოვალუტამ არ უნდა დაიწყოს მიმოქცევა, სანამ მათთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, მარეგულირებელი და დაზვერვითი საფრთხეები და გამოწვევები არ შეფასდება, არ განისაზღვრება და არ აღმოიფხვრება“ - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

სტაბილური კრიპტოვალუტები - ეს არის ციფრული ვალუტები, რომელთა ღირებულება გამყარებულია მატერიალური ან კლასიკური ფინანსური უზრუნველყოფით, ძვირფასი მეტალებით ან ვალდებულებების სხვადასხვა ფორმებით. ამ ტიპის კრიპტოვალუტებს განეკუთვნება Tether ან მომავალ წელს Facebook-ის მიერ ჩასაშვები Libra. ამ ტიპის კრიპტოვალუტად არ არის მიჩნეული Bitcoin, რის გამოც მისი ფასი მუდმივად მერყეობს.

2 დეკემბერს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი შეუდგა საკუთარი კრიპტოვალუტის ჩაშვების შესაძლებლობის განხილვას. მისი თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნება მარეგულირებელი და იურიდიული ბაზა მისი შექმნისთვის.

კოკა კვირკველია