წიაღისეულის მოპოვების დაცვის მიზნით კვიპროსმა ჰააგის სასამართლოს მიმართა

კვიპროსის ხელისუფლებამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში სარჩელით მიმართა. საქმე ეხება თურქეთის მიერ კვიპროსის აკვატორიაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებას. კვიპროსი ამის გამო ჰააგისგან მისი უფლებების დაცვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

კვიპროსის რესპუბლიკა და თურქეთი პრეტენზიებს აცხადებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შელფურ ნაწილში ნავთობის მოპოვებაზე. ნიქოზიამ რამდენიმე ლიცენზია მოიპოვა ამ ნაწილში ნავთობისა და გაზის საძიებო საქმიანობის საწარმოებლად.

სააგენტოს ინფორმაციით, კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადის მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები ყველა დასაშვები სამართლებრივი მეთოდით. სანამ ქვეყანა ჰააგას მიმართავდა, კვიპროსმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ათენში თურქეთის საელჩოს აცნობა, თუმცა საელჩოში აცხადებენ, რომ წერილი არ მიუღიათ.

თურქეთის პოზიციაა, რომ ნიქოზიას არ აქვს იურისდიქცია ლიცენზიის გაცემაზე და ამასთან, ცალკეული ზონები შელფზე ეკუთვნის თურქულ მხარეს. თურქეთმა კუნძულზე საკუთარი საბურღი მექანიზმებიც გააგზავნა.

კოკა კვირკველია