ნიკორა ყოველთვის ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და ეხლაც ორგანიზაციული ცვლილებების ტალღა სწორედ თანამშრომლების ამჟამინდელი პირობების გაუმჯობესებით დაიწყო, კერძოდ: ხელფასების ზრდა და ახალი საბონუსე პროგრამები, სწორედ ამ საკითხებზე და ცვლილებებზე სასაუბროდ მივმართეთ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ დავით ურუშაძეს.
მოგვიყევით რას გულისხმობს ორგანიზაციული ცვლილებების პირველი ტალღა?
თანამშრომელი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია და ნებისმიერ ცვლილებას რომელსაც ორგანიზაციაში ვახორციელებთ, ვცდილობთ პირველ რიგში მათი სამუშაო გარემოს და სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე იყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტომ ეხლაც ორგანიზაციული ცვლილებების ტალღა სწორედ ფილიალების თანამშრომლებზე მაქსიმალური კონცენტრირებით დავიწყეთ, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ხელფასებს, ჩვენ გავაანალიზეთ არსებული პრობლემები, გამოწვევები, ეკონომიკური მდგომარეობა და მატება დავგეგმეთ ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მატება მოხდა პირველი ნოემბრიდან, ხოლო მატების მეორე ბიჯი იგეგმება 6 თვის შემდეგ. ამ ცვლილების შედეგად მინიმალური ანაზღაურება 550 ლარიდან 650 ლარამდე იქნება.
ამის გარდა, მიმდინარე წლის 14 ივლისს შეიქმნა კლუბი „ნიკორელი“ რომელმაც ნიკორას თანამშრომლები გააერთიანა. ამ კლუბის ფარგლებში ვცდილობთ ჩვენი გუნდის წევრების ინტერესებზე მორგებული აქტივობებით გავახალისოთ ისინი, კინო, თეატრი, ექვსკურსიები, მათი დაბადების დღეების აღნიშვნა, სპორტული აქტივობები, ასეთი ღონისძიებები გვეხმარება გუნდის წევრების დაახლოვებაში და ერთ ძლიერ გუნდად შეკვრაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რომელსაც გამოვყოფდი ამ პროექტის ფარგლებში, არის ის რომ პერიოდულად შემთხვევითი შერჩევით ვირჩევთ თანამშრომლებს და ვაფინანსებთ მათ სწავლას უნივერსიტეტში, რაც თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვეამაყება. პროექტი გრძელდება და კიდევ ძალიან ბევრ კარგ სიახლეს პირდება ნიკორელებს.
რა არის „ნიკორა სუპერმარკეტის“ მიერ დაწყებული ცვლილებების პირველი ტალღის გაგრძელება?
კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე იქნება „ნიკორას კარიერის სკოლა“ რომლის გახსნასაც სულ ცოტა ხანში დავაანონსებთ. სკოლა მთლიანად ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას რაც გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას როგორც სიმულაციურ, ისე რეალურ გარემოში. პირველი ეტაპისთვის სკოლა უკვე არსებული პერსონალის პროფესიულ გადამზადებაზე იზრუნებს, თუმცა ცოტა ხანში ყველა ახლად მოსული თანამშრომელი ფილიალში მისვლამდე გაივლის პროფესიული მომზადების პროგრამას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების ავტორიზაცია, რომლის შედეგი იქნება ის, რომ ნიკორას კარიერის სკოლის მოკლევადიანი პროგრამების კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები. გვჯერა, რომ „ნიკორას კარიერის სკოლა“ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლაში.
როგორია თვენი სამომავლო გეგმები?
დღეს ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპისთვის „ნიკორა სუპერმარკეტში“ 6000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, ეს ჩვენთვის ძალზედ საამაყოა და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ კომპანიაში თანაშრომლებს მუდმივად ეძლევათ შესაძლებლობა კარიერული განვითარების, რაც ძალიან კარგი მოტივაციაა გუნდის თითოეული წევრისთვის. მომდევნო წელს იგეგმება ქსელის კიდევ უფრო დიდი გაფართოვება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ასობით ახალი ვაკანსიის გაჩენას. დაახლოებით, 100 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება, რაც დამატებით 2500-მდე დასაქმებულს გულისხმობს, ეს კი ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონზე, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოკლედ 2020 წელი ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული წელი იქნება. გაფართოვების პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანაშრომლებისთვის გაუმჯობესებული პირობები თვალშისაცემი იყოს და თითოეულ მათგანზე პოზიტიურად აისახოს. ჩვენი ამოცანაა - პირველ რიგში, ჩვენი თანშრომლები იყვნენ კმაყოფილები საკუთარი სამუშაო გარემოთი, რაც არამარტო მათზე, არამედ მომხმარებელზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომელი ბევრად კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს ჩვენ ერთგულ მომხმარებელსაც.