საქართველო ნამდვილად იმსახურებს ახალ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ლოგისტიკურ ინდუსტრიას მოემსახურება მთელ კავკასიაში. ეს არის ის გეგმები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და არის თუ არა ამ საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკებები, ლოურსენი აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ პირობების იდენტიფიცირებას და შეთანხმებას ვახდენთ პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს სერიოზული მაჩვენებლები. ასევე დაფინანების საკითხიც პროგრესირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი დაფინანსებაც. ჩვენ წინ მივიწევთ ამ პროცესში.
როდესაც მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტს აკეთებ, გესაჭიროება ყველა მხარესთან თანამშომლობა, მომხმარებლებლებთან, საზოგადოებასთან, მთავრობასთან. მე ვერ გავაკეთებ რაიმე კომენტარს მთავრობის ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე ეს დახურული მოლაპარაკებებია“, - განაცხადა კლაუს ლოურსენმა.