დონალდ ტრამპი არ აკონკრეტებს, გაუზრდის თუ არა ჩინეთს ტარიფებს 15 დეკემბრიდან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, მოხდება თუ არა 15 დეკემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ ცალკეულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის გაზრდა.

„რაღაც შეიძლება მოხდეს“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების დასმულ კითხვას და დასძინა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „15 დეკემბერს შესაძლოა, რაღაც მოხდეს, მაგრამ ჩვენ ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს“, - განმარტა პრეზიდენტმა თეთრ სახლში გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ჩინეთის ელჩიც ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, კვირის დასაწყისში ტელეკომპანია Fox Business-სთან ინტერვიუში ვაჭრობის მინისტრმა ვიოლბორ როსმა განაცხადა, რომ ტრამპი აპირებს ტარიფების გაზრდას ცალკეულ ჩინურ პროდუქციაზე, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან 15 დეკემბრამდე.

კოკა კვირკველია