ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 133 907 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 413 ბენეფიციარს. 89 000 ლარი 141 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი - 85 ბენეფიციარი 15 296 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიის დახმარებას, როგორც სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მცხოვრებისთვის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.