„თუ კონკრეტული ბიზნესჯგუფი ვერ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რას ნიშნავს ეს, რომ პროექტი ვერ განხორციელდება საერთოდ?"

თუ ეს კონკრეტული ბიზნესჯგუფი ვერ ახორციელებს პროექტს და ვერ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რას ნიშნავს ეს, რომ პროექტი ვერ განხორციელდება საერთოდ? ლოგიკა სადაა? - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელოვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება.

„რამდენჯერმე მოხდა გადავადება და იყო ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ ჯგუფისადმი. მათ მაინც ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი თანხების მოზიდვაზეა საუბარი, რომლის შესაძლებლობაც ამ კონკრეტულ ჯგუფს არ გააჩნია. პროექტი აუცილებლად განხორცირლდება, შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, შეიძლება სხვა დიდმა ჯგუფმა“, - განაცხადა კალაძემ.