საქართველოში კივანო და მინი კივის წარმოება გაიზრდება. როგორც პროდუქტების მწარმოებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიმდინარე წელს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა კივანოზე იყო, რის გამოც სუპერმაკეტებში მარაგი თითქმის, ამოიწურა.
კივანოსა და მინი კივს საქართველოში, კერძოდ, ლაგოდეხში მხოლოდ „ლოლაძეების ფერმა“ აწარმოებს. ეს არის საოჯახო, მამისა და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც ძირითადად ეგზოტიკური პროდუქტებით ინტერესდებიან.
„ლოლაძეების ფერმამ“ კივანოს წარმოება დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის, პროდუქტით უკვე დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებს.
კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.
რაც შეეხება მის ღირებულებას, სუპერმარკეტების ქსელში 28 ლარს შეადგენს.
„კივანო საკმაოდ დიდი ხნით ინახება, თუმცა მისი სარეალიზაციო მარაგი თითქმის, ამოიწურა, მხოლოდ რამდენიმე სუპერმაკეტშია მცირე რაოდნეობით. როგორც იცით, მისი აღების პროცესი ზაფხულში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ მომავალ წელს მისი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას ვაპირებთ. კერძოდ, 100 ჰექტრამდე გავზდით კივანოს ნერგების ფართობს. გვინდა, რომ სექტემბერში აღებული მოსავალი ახალ წლამდე მაინც იყოს რეალიზაციაში“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.
წელს გაყიდვაში აღარ იქნება არც ადგილობრივი მინი კივი. ამის მიზეზი, ნერგების ინტერესების დაცვაა. კერძოდ, როგორც ლაშა ლოლაძე განმარტავს, მცენარის გასხვლა მოხდა, რის გამოც სარეალიზაციო ნაყოფი ამ ეტაპზე არ მიიღება. თუმცა სანაცვლოდ, მომავლ წელს, გაცილებით მეტი მოსავალი იქნება.
„წელს კომერციული რაოდენობა არ მიგვიღია. მცენარის ინტერესებიდან გამომდინარე, გასხვლა ვამჯობინეთ და სარეალიზაციო პროდუქტი არ გვექნება. მარტივად რომ ვთქვათ, წელს ნერგები დავასვენეთ. სამაგიეროდ, მომავლ წელს მინი კივი ქსელებში უკვე გაზრილი რაოდენობით დაბრუნდება“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.
აღსანიშნავია, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ეგზოტიკური პროდუქტების ნერგების რეალიზაციასაც ახდენს. როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს, მომხმარელის მხრიდან მოთხოვნა მის მიმართაც გაიზარდა.
„მას შემდგე, რაც თქვენი მედიით ჩვენს პროდუქტებზე ინფორმაცია გავრცელდა, ნერგების მიმართაც ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. თუ მანამდე ერთ-ორი ნერგის შეძენა სურდათ, ახლა დიდი რაოდენობით ითხოვენ, რათა თავადაც აწარმოონ“,-აღნიშნავს ლაშა ლოლაძე.
როგორ ფერმერმა „ბიზნესპრესნიუსს“ გაუმხილა, „ლოლაძეების ფერმა“ სულ მალე ახალი პროდუქტების, ოკრასა და პეპინოს წარმოებსაც დაიწყებს.