2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით, ქვეყნის შიდა ვალის მოცულობა 300 მლნ ლარით გაიზარდა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ზრდა საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანას დეპოზიტებზე გარკვეული რესურსი ჰქონდეს.
„ვალის მოცულობას არ ვზრდით იმისთვის, რომ ხარჯები დავაფინანსოთ. შიდა ვალის 300 მილიონი ლარით ზრდა იმისთვის არის საჭირო, რომ დეპოზიტებზე გარკვეული რესურსი გვქონდეს. კონსულტაციები გვქონდა მათ შორის სავალუტო ფონდთან და ყველას რეკომენდაციაა, რომ ჩვენი ვალდებულებების მქონე ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ 200 მლნ ლარი უნდა იყოს ე. წ. ბუფერი, ანუ სარეზერვო ფონდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმ ვალდებულებების მომსახურებას მოხმარდება, რაც გვაქვს. სწორედ ამიტომ აღარ გვაქვს ნაშთის გამოყენება 2020 წლის ბიუჯეტში, პირიქით, ვაგროვებთ დეპოზიტებზე თანხას. როდესაც 0 რეზერვი გაქვს, ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.