ბრიტანეთში რუსი მილიარდერი მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

რუსი მილიარდერი, დმიტრი ობრეტეტსკი ლონდონის მახლობლად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

49 წლის ბიზნესმენს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ძაღლს ასეირნებდა.

მისი მეგობრები მკვლელობას არ გამორიცხავენ.

პაველ ბოროკოვოს თქმით, ლონდონში ადამიანები მანქანებს ძალიან ფრთხილად მართავენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ინციდენტი განზრახ იყო მოწყობილი.

რუსული მედიის ცნობით, ობრეტეტსკიმ და მისმა ოჯახმა რუსეთი წლების წინ დატოვეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.