ილონ მასკმა 100 მილიონი დოლარის 7 უძრავი ქონება შეიძინა

კომპანიების Tesla-სა და SpaceX -ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2012 წლის შემდეგ შტატ კალიფორნიაში 100 მილიონი დოლარის 7 უძრავი ქონება შეიძინა.

გამოცემა The Wall Street Journal -ის ცნობით, მათ შორის არის საუკუნოვანი სახლი, ასევე რანჩო და სხვადასხვა ზომისა და ტიპის სახლები.

ამ 7 სახლიდან 6 ერთმანეთთან ახლოს ლოს-ანჯელესის გარეუბანში ბელ-ეარში მდებარეობს. ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი სახლი კომპანიის სათავო ოფისთან ახლოს - ჩრდილოეთ კალიფორნიაში.

გამოცემის ცნობით ბელ-ეარის ქონება მოიცავს:

  • 22,3 მილიონ დოლარიან სახლს ჩოგბურთის კორტით, აუზითა და ხუთი ავტოფარეხით;
  • 7,8 მილიონიან რანჩოს, რომლის ყოფილი მფლობელი იყო მსახიობი ჯინი ვაილდერი;
  • 20 მილიონიან 6 საძინებლიან და 8 აბაზიან სახლს;
  • 4,9 მილიონიან ოთხ-საძინებლიან სახლს, რომლის თავზეც მეზობლებს ვალენტინობაზე ვარდისფერი შუქი შეუნიშნავთ.
  • 27,3 მილიონიან გეომეტრიული წახნაგების მქონე ექვს საძინებლიან სახლს;
  • 4,2 მილიონიან სახლს, რომელიც 2019 წლის იანვარში შეიძინა.

რაც შეეხება საუკუნოვან სახლს ჩრდილოეთ კალიფორნიაში ის მასკმა 27,2 მილიონ დოლარად იყიდა. მანამდე კი 150 წლის მანძილზე ერთი ოჯახის კუთვნილება იყო. მას უზარმაზარი დარბაზი და ყვავილების ოთახი აქვს, ასევე პავილიონი, რომელიც გაფორმებულია მე-18 საუკუნის ჩინური შპალერით. სახლი ხეებშია ჩაფლული და წინ ლამაზი ბაღი აქვს.

ამ დრომდე ზუსტად არ არის ცნობილი თუ რომელ სახლში ცხოვრობს უფრო ხშირად ილონ მასკი.

კოკა კვირკველია