2019 წელი მსოფლიოს კინოინდუსტრიაში რამდენიმე რეკორდით შევა.
„შურისმაძიებლები: დასასრული“ არა მხოლოდ 2019 წლის არამედ მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა და 2019 წელს კინოინდუსტრიას უკვე ყავს 7 ერთ მილიარდზე მეტი შემოსავლის მქონე ფილმი (ასეთი რამ არასოდეს მომხდარა). ამ ჩამონათვალს წლის ბოლომდე კიდევ 2 ფილმი - „გაყინული 2“ და „ვარსკვლავური ომები: სქაივოლქერის აღზევება“ დაემატება.
მაგრამ მიუხედავად ამდენი ბლოკბასტერისა და რეკორდული ციფრებისა 2019 წელს იმედგაცრუებებიც ჰქონდა. Digitalspy წარმოგვიდგენს იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებშიც კომპანიებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს, თუმცა, მათი სალარო ან საერთოდ ვერ შესწვდა მასზე დახარჯულ ციფრს ან მნიშვნელოვნად ჩამორჩა პროგნოზირებულ შემოსავლებს.
აღსანიშნავია, რომ Digitalspy გვთავაზობს, იმ ფილმების რეიტინგს, რომლებმაც მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები შემოსავალი მიიღეს და ის არ წარმოადგენს „ცუდი ფილმების“ ან უბრალოდ, ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფილმების ათეულს. ამასთან, ფილმების შემოსავლები ჩამონათვალში 2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არის მოცემული.
1. Captive State (ტყვეობაში) - ბიუჯეტი: $25,000,000. სალარო შემოსავალი: $9,149,122
2. Hellboy(ჰელბოი) - ბიუჯეტი: $50,000,000 . სალარო შემოსავალი: $44,664,690
3. Missing Link (დაკარგული რგოლი) - ბიუჯეტი: $100,000,000. სალარო შემოსავალი: $26,249,469
4. UglyDolls (მახინჯი თოჯინები) - ბიუჯეტი: $45,000,000. სალარო შემოსავალი:$32,450,241
5. X-Men: Dark Phoenix (იქს მენი - ბნელი ფენიქსი) - ბიუჯეტი: $200,000,000. სალარო შემოსავალი $252,442,974
6. The Kitchen (სამზარეულო) - ბიუჯეტი: $38,000,000. სალარო შემოსავალი: $15,880,032
7. The Goldfinch (ჩიტბატონი) - ბიუჯეტი: $44,000,000. სალარო შემოსავალი: $9,832,621
8. Gemini Man(კლონები) - ბიუჯეტი: $138,000,000 სალარო შემოსავალი: $172,961,642
9. Terminator: Dark Fate (ტერმინატორი: ბნელი ბედი) - ბიუჯეტი:$185,000,000. სალარო შემოსავალი: $255,647,541
10. Charlie's Angels (ჩარლის ანგელზოები 2019) - ბიუჯეტი: $48,000,000. სალარო შემოსავალი: $51,766,046