Ericsson აშშ-ის ხელისუფლებას 1 მლრდ დოლარის ჯარიმას გადაუხდის

შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაუხდის აშშ-ის ხელისუფლებას კორუფციის შესახებ გამოძიების ფარგლებში, რომელიც შტატებში წარმოებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში ვკითხულობთ.

„Ericsson-მა მიაღწია შეთანხმებას აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან ბრალდებების დარეგულირებისთვის, რომელიც დაკავშირებულია კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაში. ჯარიმის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 1,06 მილიარდი დოლარი“, - ნათქვამია განცახდებაში.

როგორც კონცერნის ხელმძღვანელმა ბიორე ეკჰოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს სამართალდარღვევები ხდებოდა დამოუკიდებლად ცალკეული მენეჯერების მიერ. მისივე თქმით, თავად კომპანიას ნულოვანი მოთმინება აქვს კორიუფციის მიმართ და ისინი თავადაც მიიღებენ ზომებს სამართალდამრღვევების მიმართ.

სამართალდარღვევა - ჩინოვნიკების მოსყიდვა - განხორციელდა 2000-2016 წლების განმავლობაში და ის უკავშირდება შეთანხმებებს ჩინეთში, ვიეტნამში, ქუვეითში, ინდონეზიაში და ჯიბუტიში. როგორც მანამდე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყებოდა, ჯარიმაში შედის სანქციები 520 და 540 მლნ დოლარის მოცულობით, რომლებიც კომპანიამ უნდა გადაუხადოს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასა და აშშ-ის ბირჟებს.

კომისიამ Ericsson-ის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, ხოლო აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2015 წელს. კონცერნმა აღიარა კორუფციის შესახებ კანონდარღვევა და თავადაც დაიწყო ამ ფაქტებზე გამოძიება შიდა აუდიტის მეშვეობით.

კოკა კვირკველია