აშშ-ის „ავიაციის ფედერალური სამმართველო“ გამოდის წინადადებით ამერიკული საავიაციო კომპანია Boeing-ი 133 თვითმფრინავში უხარისხო დეტალის გამოყენებისა და მისი დამალვის გამო 3,9 მლრდ დოლარით დაჯარიმდეს. ამის შესახებ ავიამარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
მარეგულირებელი ამტკიცებს, რომ Boeing-მა ვერ შეძლო ხარისხის გაკონტროლება კომპონენტების მომწოდებლებისგან. ამ შეცდომამ კი შექმნა პრობლემები მის მიერ წარმოებული თვითმფრინავების ფრთების ნაწილში, რომელიც თვითმფრინავს დამატებით ეხმარება აფრენისა და დაფრენის დროს.
ჯერ კიდევ ივნისში მარეგულირებელი იუწყებოდა, რომ 737 MAX და 737 NG სამგზავრო ლაინერებში, რომელიც იყო Boeing-ის წარმოების, შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო აწყობილი, რაც მათი შეცვლის საბაბი უნდა გამხდარიყო. მარეგულირებლის ვარაუდით, აღნიშნული დეფექტები დროზე ადრე გამოიწვევდა მის მწყობრიდან გამოსვლას, მათზე შესაძლოა, გაჩენილიყო ბზარები არასწორად დამზადების გამო, ხოლო შედეგად ის შექმნიდა პრობლემებს ფრენის დროს.
მარეგულირებლის განცხადებით, Boeing-ს აქვს 30 დღე, რათა უპასუხოს მათ მიერ გაცემულ წინადადებებს.