Samsung  Galaxy S11-ს 108-მეგაპიქსელიანი კამერა ექნება

Samsung Galaxy S11, რომლის გამოჩენასაც გაზაფხულზე უნდა ველოდოთ, წინასწარი ინფორმაციით კამერების დიდი „დაფა“ ექნება. როგორც Bloomberg-ი წერს, Samsung-ის ფლაგმანს არც მეტი არც ნაკლები 108-მეგაპოიქსელიანი გარჩევადობა და 5x ტელეფოტო ლინზები ექნება.

წინასწარი ინფორმაციით, კომპანია ამჟამად მუშაობს 108-მეგაპიქსელიანი და 5x ოპტიკური ზუმის მქონე კამერის კეცვად სმარტფონში დანერგვაზეც, რომელიც უფრო ადრე - თებერვალში უნდა გამოვიდეს.

Samsung-ის 108-მეგაპიქსელიანი სენსორი თვალისმომჭრელად კი მოსჩანს, მაგრამ 100-ზე მეტი მეგაპიქსელი უკვე დანერგა ჩინურმა — Xiaomi-იმ ფუტურისტულ მოდელში Mi Mix Alpha და მოდელში Mi Note 10. Samsung-ი ამ ნაბიჯით დიდ ფსონს ჩამოდის, როცა ამ ტიპის კამერის დანერგვას საფლაგმანო მოდელში იწყებს. კამერის ხარისხში მეგაპიქსელების რაოდენობა შესაძლოა, ბევრს არ ნიშნავდეს, თუმცა Galaxy S11-ის კამერა ნამდვილად განსხვავებული იქნება მისი წინამორბედებისგან, სადაც ძირეული ცვლილება 2016 წლის Galaxy S7-დან მოყოლებული არ მომხდარა.

კოკა კვირკველია