Amazon-ის უცხოეთის ფილიალები შესაძლოა, „პირატულ“ ორგანიზაციებად გამოცხადდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ამერიკული რითეილერის Amazon-ის უცხოეთის ზოგიერთი ფილიალი იმ კომპანიების ჩამონათვალში შეიყვანოს, რომლებიც კონტრაფაქტულ პროდუქციას ავრცელებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება.

როგორც გაზეთს წყარომ განუცხადა, აღნიშნული სია ყოველწლიურად დგინდება ამერიკის პრეზიდენტის სავაჭრო წარმომადგენლის აპარატის მიერ. მასში ხვდებიან ის „სავაჭრო მოედნები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კონტრაფაქტული და პირატული კონტენტის მქონე პროდუქციის რეალზიებაში“.

წყაროს მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტის აპარატში არიან ადამიანები, რომლებიც მოითოვენ აღნიშნულ სიაში მოხვდეს ასევე Amazon-ის ზოგიერთი ფილიალი საზღვარგარეთ. თავად სიის გამქოვეყნება კი უახლოეს პერიოდში მოხდება. ამასთან, გაზეთი არ უთითებს, თუ კონკრეტულად რომელი ფილიალი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ჩამონათვალში.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და იმასაც წერს, რომ გასულ წელს ანალოგიური ინიციატივა ჩავარდა. Amazon-მა გამოცემას პასუხად განუცხადა, რომ „მკაცრად კრძალავს კონტრაფაქტული პროდუქციის გავრცელებას საკუთარ პლატფორმებზე და სახსრების დიდ მოცულობას ახმარს მომხმარებლების და კომპანიების ინტერესების დაცვას“.

როგორც ცნობილია, Amazon გახლავთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ონლაინ-ვაჭრობის კორპორაცია, რომელიც 1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსდა.

კოკა კვირკველია