McDonald’s-მა საფირმო ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გახსნა

რესტორნების ქსელმა McDonald’s-მა ახალი ონლაინ მაღაზია გახსნა, სადაც საკუთარ ბრენდირებულ ტანსაცმელს ყიდის. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ.

მანამდე კომპანია საფირმო ტანსაცმელსა და აქსესუარებს პარტნიორების დახმარებით და საკუთარ რესტორნებში ყიდდა, ახლა კი ის უკვე ინტერნეტ სივრცეშიც გახდა ხელმისაწვდომი.

კოლექციაში მოხვდა 20-მდე ნივთი, მათ შორის, მაისურები, სვიტერები, ქუდები, წინდები, ჩანთები, მაგნიტები, ბლოკნოტები და სხვა აქსესუარები. მათზე დატანილია კომპანიის საფირმო ფერები, ლოგოები და McDonald’s-ის საფირმო კერძები (კარტოფილი ფრი, ბიგ მაკი და სხვა)

ჯერ ონლაინ მაღაზია მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით მუშაობს.

ცნობისათვის, McDonald’s არ არის პირველი კომპანია ფასტფუდ კომპანიებს შორის, რომელმაც საკუთარი პროდუქცია საფირმო ტანსაცმლის ხაზში გამოსახა. ცოტა ხნის წინ ე.წ. „პანამა-ბასკეტების“ გაყიდვა დაიწყო KFC-მაც.

კოკა კვირკველია