Goldman Sachs-ი ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის ბარელი ნავთობის ფასი 63 დოლარი იქნება

ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ექსპერტები 2020 წლისთვის Brent მარკის ბარელ ნავთობზე საშუალოდ 63-დოლარიან ფასს ვარაუდობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშიდან ჩანს, რომ Goldman Sachs-მა წინა პროგნოზის კორექტირება მოახდინა და ამას მიზეზად ოპეკის წევრი სახელმწიფოების გადაწყევტილება უდევს საფუძვლად, რომლებმაც მომავალი წლის პირველ კვარტალში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ გამოაცხადეს. 1-ლი იანვრიდან მათ ბაზრიდან უნდა ამოიღონ 1,7 მილიონი ბარელი ნავთობი დღეღამეში. ამის მიზანი კი ზამთრის პერიოდში დაბალი მოთხოვნის ფონზე დისბალანსის არდაშვებაა.

მანამდე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ 2020 წელს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 60 დოლარი იქნებოდა. გრძელვადიანი პროგნოზი დარჩა უცვლელი - ბარელზე 55 დოლარის ოდენობით. მათივე შეფასებით, WTI მარკის ნავთობის ფასი 2020 წელს 58,50 დოლარი იქნება.

კოკა კვირკველია