წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23 პროცენტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ აშშ დოლარით, მას მოსდევს - სასტუმროების და რესტორნების სექტორი - 45.7 მლნ აშშ დოლარით.
ხოლო განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, ტოპ-5 სექტორს შორის, მე-4 და მე-5 პოზიციებს მშენებლობა და ენერგეტიკა იკავებენ, შესაბამისად, 43.4 მლნ და 39.7 მლნ დოლარის მოცულობით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-3 კვარტალში 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.