2019 წლის დეკემბერს ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში მოხდა შეფუთული ცემენტის შეძენა (თბილისი, რუსთავი, მარნეული, გორი, ქარელი, ბათუმი, ქუთაისი). საერთო ჯამში შეძენილია 18 მწარმოებლის პროდუქცია, საიდანაც 3 იმპორტირებული თურქული წარმოებისაა.
შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის 9 პროდუქტმა (29%) ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები დააკმაყოფილა. 9 ნიმუშიდან 6 ადგილობრივი პროდუქციაა, 3 თურქეთიდან იმპორტირებული.
შემოწმებული 31 ნიმუშიდან 22-მა ბარიერი ვერ გადალახა, აქედან 7-მა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.
ცნობისათვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 8 ფარული ტესტირება ჩატარდა. 273 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 32% აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების EN197-1 და N413-1 მოთხოვნებს, დანარჩენმა, საგანგაშო 68%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი.