ყოველთვის ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
კითხვაზე, დააზიანებს თუ არა რეფორმისადმი ნდობას სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე აცხადებს, რომ რეფორმამ ნდობა მოიპოვა და ის გუნდის მორალურ მხარდამჭერად რჩება.
"თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა და ნდობა მოვიპოვეთ. მჯერა, რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ", - აღნიშნა სურგულაძემ.