საფრანგეთის ხელისუფლება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართავს აშშ-ის მხრიდან ფრანგულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების შესაძლო დაწესების გამო. ამის შესახებ სააფრნაგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არაკანონიერია. აშშ ჩვენ გვეუბნება ამერიკული კომპანიების დისკრიმინაციაზე, რომ სწორედ ამის გამო გვიწესებენ სანქციებს, მე ამას არ ვეთანხმები და მას გავაპროტესტებ. მზად ვართ მივმართოთ მსო-ს, იმის გამო, რომ ჩვენს მიერ დაწესებული ციფრული გადასახადები არ ეხება მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს, არამედ ეხება ევროპულებსაც, ფრანგულებსაც და ჩინურებსაც. ჩვენი ტარიფები არ არის დისკრიმიანციული, ასე რომ, მე ამ სანქციებს უკანონოდ მივიჩნევ“, - განაცხადა მან ტელეკომპანი France 3-თან ინტერვიუში..
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის აპარატმა სავაჭრო საკითხებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი პარიზის მხრიდან ციფრული გადასახადების შემოღების გამო საფრანგთიდან იმპორტირებულ 2,4 მილიარდის პროდუქციას დაბეგრავს გაზრდილი საბაჟო ტარიფებით. პროდუქციის ჩამონათვალში სახელდება რძის პროდუქტები, მათ შორის, ფრანგული ყველი, ასევე ღვინო, კოსმეტიკა, ჩანთები და ფაიფურის ნაწარმი. საუბარია ამ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების 100%-ით გაზრდაზე.
შეგახსენებთ 11 ივლისს საფრანგეთის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება გადასახადი დაუწესოს მსხვილ ციფრულ კომპანიებს, რომელთა შემოსავლების 3% მიღებულია საფრანგეთში და რომელთა ბრუნვა აღემატება 750 მილიონ დოლარს მსოფლიოში და 25 მილიონს - საფრანგეთში.