„ემბავუდის“ განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო

ავეჯის მაღაზიათა ქსელი „EMBAWOOD“-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა და უკვე 12 წელია ქართველ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავეჯს სთავაზობს.

კომპანიაში დასაქმებულია 1 300-მდე კადრი და საქართველოს მასშტაბით 25 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბოლო პერიოდში კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა მენეჯმენტი და ახალმა გუნდმა მრავალი რეფორმა გაატარა როგორც წარმოების, ასევე მომსახურების მიმართულებით. კომპანიამ მოახდინა საწარმოო გადაიარაღება და შეიძინა უახლესი მანქანა-დანადგარები. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა გერმანიიდან მოწვეული საკონსულტაციო ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს ნედლეულის დამუშავების, წარმოების და ხარისხის ახალი სტანდარტები, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს. ამასთანავე გერმანელი სპეციალისტების მიერ მოხდა კადრების გადამზადება.

ახალი სტანდარტების შესაბამისად მომწოდებელი კომპანიების მიმართ შეიცვალა მოთხოვნები და ყველა მასალა წინასწარ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას მავნე ნივთიერების შემცველობაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ემბავუდის მიერ წარმოებული ყველა კატეგორიის ავეჯი არის ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული. ასევე მკაცრად კონტროლდება სათადარიგო ნაწილები სიმტკიცესა და გამძლეობაზე, რაც საბოლოო ჯამში ქმნის გამძლე და მაღალი ხარისხის ავეჯს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ამასთანავე აღსანიშნავია კომპანიის მიერ შეთავაზებული გაყიდვების შემდგომი მომსახურება, ემბავუდი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანისა და მონტაჟის სერვისს.

კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული ავეჯი, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულობით და ხარისხით იქნება გამორჩეული, არამედ შექმნის მყუდრო გარემოს და გამორჩეული დიზაინით დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის მოთხოვნას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია, რომ არ ჩამორჩეს თანამედროვე ტენდენციებს როგორც წარმოების, ასევე ტექნოლოგიებისა და მომსხურების მიმართულებით. მომავალი წლიდან ემბავუდი სრულად განახლებულ, მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას შესთავაზებს ქართველ მომხმარებელს.

(R)