„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზებს შორის რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაა.
“ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდა და ასევე აღსანიშნავია სავალო ვალდებულების ზრდა, რაც შეეხება სააქციო კაპიტალის მიმართულებას, კლების ტენდენციით ხასიათდება.
რაც შეეხება 9 თვის შედარებას წინა წლის შესაბამის პერიოდთან, კლების მიზეზი უცვლელია, რაც წინა 2 კვარტლის განმავლობაში იყო: აქ ძირითადად ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირება ფიქსირდება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა არარეზიდენტიდან რეზიდენტის საკუთრებაში”, - განაცხადა თოდრაძემ.
მისივე თქმით, ზრდა ძირითადად, გაერთიანებულ სამეფოზე, ჩინეთსა და ნიდერლანდებზე მოდის.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.