„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, რომლის ავტომობილები მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გარკვეული პერიოდულობით, სერვისის სპეციალურ კამპანიებს (რიქოლს) ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ტოიოტას მარკის მოდელები გამძლეობით, საიმედოობითა და მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, კომპანია თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვას ავტომობილის წარმოების შემდეგაც აგრძელებს.
ავტოგიგანტის მხრიდან ეს „კაიზენია“ - მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედი, რაც მომხმარებელზე ზრუნვას, მომსახურების გაუმჯობესებას და სრულყოფისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. რიქოლ-კამპანიის გამოცხადება, უმეტეს შემთხვევაში, არ არის განპირობებული პრობლემის არსებობით. ის მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული ავტომობილების პერიოდულ მონიტორინგს, შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილებას, ასევე, ზოგიერთი ავტონაწილის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლებას და სხვა. როგორც წესი, სერვისის სპეციალურ კამპანიებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ოფიციალური დილერების მეშვეობით ატარებს.
საქართველოში „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერის „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ვარდიაშვილი განმარტავს, რომ არ არის გამორიცხული, სერვისის სპეციალურ კამპანიებში, როგორც საქართველოში ოფიციალური დილერისგან შეძენილი, ასევე, მეორად ბაზარზე ან უცხოეთში ნაყიდი ავტომობილები მოხვდეს. მისი თქმით, რიქოლ-კამპანიებში ჩართვის სურვილით, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ სულ უფრო მეტი მომხმარებელი მიმართავს, რაც დადებითი მოვლენაა და მომხმარებლის მზარდ დაინტერესებაზე მიუთითებს.
„პირველ რიგში, ტოიოტას ავტომობილის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რიქოლ-კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ავტონაწილის შეცვლა, რამდენად ძვირადღირებული არ უნდა იყოს ის, აბსოლუტურად უფასოა. მომხმარებელი, რომელიც „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართავს, მიიღებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას, დავახვედრებთ ორიგინალ, იაპონური წარმოების ავტონაწილებს, რაშიც მას არაფრის გადახდა არ მოუწევს. ეს არის „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესი, რომელსაც ოფიციალური დილერი ზედმიწევნით იცავს“, - ამბობს ალეკო ვარდიაშვილი.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ტოიოტას მძღოლებს მარტივად შეუძლიათ გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ავტომობილი სერვისის სპეციალურ კამპანიას.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უშუალოდ უკავშირდება იმ მომხმარებელს, რომელმაც ავტომობილი, ოფიციალურად, ჩვენს ცენტრში შეიძინა და აძლევს მას ინფორმაციას სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვის საჭიროების შესახებ. თუმცა ტოიოტას მფლობელებს, VIN-კოდის გამოყენებით, თავადაც მარტივად შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ავტომობილი რიქოლ-კამპანიას. ამ მიზნით მომხმარებელი უნდა გადავიდეს ბმულზე: https://www.toyota.ge/vincheck და თავისი ავტომობილის საიდენტიფიკაციო VIN-კოდი შეიყვანოს სპეციალურ ველში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლებმა უნდა მიმართონ ოფიციალურ დილერს. იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული სამუშაოებია ჩასატარებელი რიქოლ-კამპანიის ფარგლებში, ავტომანქანის მფლობელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია“, - განმარტავს ალეკო ვარდიაშვილი.
როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, მომხმარებელი დაზოგავს დროს, თუ სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვის მიზნით, წინასწარ დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან (+995) 577 279 903, წინასწარ ჩაეწერება სერვისის მიღებაზე და შემდეგ, ეწვევა მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.
(R)