მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თქვენ მართალს ბრძანებთ, ბევრი დამნაშავე ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებული იქნება ყველა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან“, - განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.