მწვანე უბანი ბაგებში - "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა უკვე დაიწყო

კომპანია "მეტრა დეველოპმენტმა" ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, "მეტრა პარკში" ბინების გაყიდვა დაიწყო.

ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში ბინების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, "მეტრა პარკზე" ბინების გეგმარება საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩაბარების პირობებს რაც შეეხება, საწყისი კონდიცია მეტრა სტანდარტია, რაც გულისხმობს სრულფასოვან თეთრ კარკასს (მოჭიმული იატაკი; გათბობის მილები; გალესილი კედლები; ელექტრობა; ვენტილაცია, ბუნებრივი აირი; მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯარა; მეტლახით მოპირკეთებული აივნები; ბინაში შესასვლელი, OPENGALLERY-ს, მაღალხარისხიანი კარი MUL-T-LOCK-ის საკეტით; კანალიზაციის და წყლის დგარები; კარის მოპასუხე; გენერატორი; გათბობის ქვაბის კარადა) დამატებული რიგი სხვა პირობები: გათბობის სისტემა რადიატორების მონტაჟით; კონდენციონერი; სახანძრო და დაცვის სიგნალიზაცია - ერთწლიანი ვაუჩერი საჩუქრად; უძრავი ქონების დაზღვევა - ერთწლიანი პოლისი საჩუქრად.

"მეტრა პარკი" 5.5 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. ტერიტორია გამწვანებულია ძირითადად წიწვოვანი ჯიშის ხეებით. პროექტში გათვალისწინებულია მწვანე სკვერები და საბავშვო მოედნები.

"მეტრა პარკის" დასახლება სულ 20 საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. სართულიანობა კი ძირითადად ორიდან ექვსამდე იქნება. რაც შეეხება ბინებს, მათი ფართობი 60-დან 200 მ2-მდეა. მიმდინარე ეტაპზე 17 სახლის კარკასი უკვე ამოყვანილია და პირველ 8 სახლზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ამ სახლებში ბინები მომავალ მაცხოვრებლებს 2015 წლის გაზაფხულზე ჩაბარდება.

დაინტერსებულ პირებს ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.metra.ge ან ტელეფონით, ნომერზე 2 23 75 75.