„2002 წლიდან მოყოლებული, იარაღის მწარმოებლების გლობალური გაყიდვები 47%-ით გაიზარდა"

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, იარაღის გაყიდვები 2002 წლიდან მოყოლებული გლობალური მასშტაბით 47%-ით გაიზარდა. იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა მხოლოდ 2018 წელს 420 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღება და სამხედრო მოწყობილობები გაყიდეს. მწარმოებელთა შორის ტოპ-5-ს ამერიკული კომპანიები წარმოადგენენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეერთებული შტატების წილი მთლიან გაყიდვებში 59%-ია.

რაც შეეხება რუსულ მწარმოებლებს, მათი მაჩვენებელი მთლიან გაყიდვებში 8,6%-ია. ევროპაში, იარაღის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ორგანიზაცია ბრიტანეთს ასახელებს, რომელსაც მეორე ადგილზე საფრანგეთი მოჰყვება.

რაც შეეხება ჩინეთს, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებში მასზე ინფორმაცია არ არის, რადგან ქვეყანაში „ამ მიმართულებით მონაცემებს საიდუმლოდ ინახავენ“.