„სურამში, ე.წ. ნაზუქების უბანთან, ახალ გზასთან მოედანი მოეწყობა, სადაც ხალხს ექნება საშუალება მეტი ნაზუქი გაყიდოს"

სურამში, ე.წ. ნაზუქების უბანთან, ახალ გზასთან მოედანი მოეწყობა, სადაც ხალხს ექნება საშუალება მეტი ნაზუქი გაყიდოს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ „მეგზევის დღის" ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქარსელაძემ მაგისტრალური გზების სოციალურ ასპექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხაშურის შემოვლითი 13-კილომეტრიანი გზა 2020 წელს გაიხსნება.

„მაგისტრალურ გზებში სოციალური ფაქტორიც გათვალისწინებულია. სურამში, ნაზუქების უბანთან, ახალ გზასთან მოედანი მოეწყობა, სადაც ხალხს ექნება საშუალება საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით განავითარონ ბიზნესი, მეტი ნაზუქი გაყიდონ. იგივე ეხება შორაპნის ცნობილ ბაზრობას და ზესტაფონში ე.წ. ყავის უბანს,"-აღნიშნა ქარსელაძემ.