მეგზევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა.
„2019 წელს, დღეის მონაცემებით ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი.
წლის განმავლობაში 754 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა და შესყიდვების ტენდერში მონაწილეობა 55-მდე სრულიად ახალმა კომპანიამ მიიღო, ხოლო მიღწეულმა ეკონომიამ 68 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც „ინტერპრენსიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 302 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში.