კახა კალაძე - დენდროლოგიური პარკი ძალიან მაგარი გამოდის

ხეები სადაც გადაირგო, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგარი სივრცე კეთდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ "ველური ბუნებისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით.

"ამ სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. პარკი გადეცემა სახელმწიფოს და იქ ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა შევიდეს, დაისვენოს. ძალიან მაგარი გამოდის. უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქვეყანაში ჩვენ ბევრი ასეთი სივრცე გვჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.