7 კომპანია, რომელთაც ინოვაციური შეფუთვების დახმარებით გაყიდვები რამდენჯერმე გაზარდეს

ბრენდის შეფუთვა, ერთ-ერთი ის ძირითადი დეტალია, რომელსაც მიზნობრივი სეგმენტის გულის მოგება და მისი ერთგულ მომხმარებლად ქცევა შეუძლია. კრეატიული შეფუთვა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის მატარებელი არ არის, ის კომერციულ დატვირთვასაც ატარებს.

ამ მხრივ ყველაზე ორგინალური ინდივიდზე მორგებული შეფუთვაა, როდესაც კომპანია თითოეული მომხმარებლის სურვილს, განწყობას ითვალისწინებს და პროდუქციას სპეციალურად მისთვის ამზადებს.

როგორც მარკეტერები აცხადებენ, კარგ შეფუთვას, გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდა და, რაც ყველაზე მთავარია, ერთგული მოხმრებლების შეძენა შეუძლია, რადგან ბრენდის მიმართ დამოკიდებულებას, თავად კომპანიის მიერ მომხმარებლისადმი მიდგომა ქმნის.

რატომ არის პერსონალიზაცია მნიშვნელოვანი? პირველი იმიტომ, რომ მომხმარებელი გრძნობს მის მიმართ კომპანიის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, და მეორე, ასეთ მიდგომას გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდა შეუძლია.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ ყველაზე ორიგინალურ შეფუთვებს, რომლითაც მსოფლიო ბრენდებმა მომხმარებლის განსაკუთრებული კეთილგანწყობა მოიპოვეს:

Lay's - საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, ჩიფსების კომპანიამ პერსონალური შეფუთვები გამოუშვა. კერძოდ, საუბარია 10 000 ინდივიდუალურ შეფუთვაზე, რომელზეც მომხმარებლის მიერ გაგზავნილი ფოტოსურათები იყო აღბეჭდილი. კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხმარებელი 2 პაკეტი ჩიფსის სანაცვლოდ, საყვარელ პროდუქტზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შესაძლებლობას იღებდა.

კოკა-კოლა - კომპანიამ თოთოეული ბოთლის სანაცვლოდ Wristbands-ის მუსიკალური ფესტივალზე დასასწრები სპეციალური სამაჯურები დაამზადა, რომელიც ეტიკეტს ჩააყოლა. ეს იმას ნიშნავდა, რომ კამპანიის ფარგლებში შეძენილი თითო ბოთლი კოკა-კოლა მომხმარებლისთვის ფესტივალზე დასწრების გარანტია იყო.

ყავა pele - არსებობდა მოსაზრება, რომ კაფეში შეკვეთილი ყავა გაცილებით ახალი იყო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი შეფუთვა. ამ თეორიის გასაბათილებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ ყოველდღე ახალი ყავა გამოდის, კომპანიამ თითოეული პროდუქტი იმავე დღეს გამოცემულ გაზეთის ფურცლებში შეფუთა. აღნიშნული მიდგომა იმდენად წარმატებულ აღმოჩნდა, რომ კომპანიის გაყიდვები 400%-ით გაიზარდა.

Kit Kat - შოკოლადის კომპანიამ 56 000 ერთეული პერსონალური შოკოლადის ფილა გამოუშვა, რომელზეც საკუთარი მომხმარებლების მიერ გაგზავნილი ფოტოები აღბეჭდა.

Tang - ბრენდმა, რომელიც ოჯახზე მორგებულ კომპანიასთან ასოცირდება, საკუთარი პროდუქცია მომხმარებლის ჩართულობით გამოუშვა. კერძოდ, 5 განსხვავებული არომატის პროდუქტის, 5000-ზე მეტი შეფუთვა მომხმარებლების საოჯახო ფოტოებით გაამრავალფეროვნა.

Nutella – ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის საყვარელმა შოკოლადის კარაქმა ნუტელამაც მიმართა პერსონალიზაციას და სახელობითი ეტიკეტები დაბეჭდა. ნუტელას შეფუთვაზე საშობაოდ 1000-ზე მეტი სახელი გაჩნდა. ამ კამპანიის შემდეგ მოგება იმდენად გაიზარდა, რომ ნუტელას მწარმოებელმა კომპანია „ფერერომ“ გადაწყვიტა პერსონალიზაციისთვის დიზაინის მიმართულებითაც მიემართა. მალევე იტალიური ბაზრისთვის „ნუტელამ“ პროდუქტი ათასობით ფერადი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით გამოუშვა. მიმზიდველი და ჭრელი შეფუთვები ბავშვებს ადვილად ჭრიდა თვალს. ისინი მშობლებს „აიძულებდნენ“ ერთის ნაცვლად რამდენიმე განსხვავებული ქილა ეყიდათ, რასაც ხშირად ტანსაცმელსაც კი უხამებდნენ. უამრავი ინფლუენსერი თუ ჩვეულებრივი სოცმედიის მომხმარებელი ქილას სხვადასხვა მედიაში პოსტავდა, რამაც გაყიდვებთან ერთად, ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან ერთად და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეცვალა.

პალიტრა L - კომპანიამ თინეიჯერებს ინოვაცური სიახლე შესთავაზა. კერძოდ, სტამ­ბა "კო­ლორ­პა­კის" შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა ლი­ბერ­თინ­სის ახა­ლი წიგ­ნის კეს მორ­გა­ნის "ასე­უ­ლის" თი­თო­ე­უ­ლი ყდა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. მარტივად რომ ვთქვათ, წიგ­ნის ტი­რა­ჟის თი­თო­ე­უ­ლი გა­რე­კა­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით და­ი­ბეჭ­და.

სწორედ ინდივიდზე მორგებული ყდის გამო, ერთი წიგ­ნის ანა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში, უბ­რა­ლოდ, არ არსებობს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გა­მორ­ჩე­ვა ასე­უ­ლო­ბით წიგნ­შიც კი მარ­ტი­ვად შესაძლებელია.

"კო­ლორ­პა­კის" უახლესი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია რბილი შეფუთვების უსწრაფესი წარმოება ფორმატის შეზღუდვის გარეშე. ამის საშუალებას HP Inc-ის ახალი indigo დანადგარი გვაძლევს.

რაც მთავარია, აღნიშნული ტექნოლოგიით ბეჭდვის საშუალება, რომელიც ავტომატურად ახდენს უნიკალური დიზაინების გენერირებას, მწარმოებლებს საქართველოშიც აქვთ. ქართულ ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალური, პერსონალიზებული შეფუთვები მარკეტინგული კამპანიებისთვისაც მაგ: ყოველი პროდუქტისთვის შექმნან უნიკალური ვიზუალის, წარწერისა და ილუსტრაციების მქონე შეფუთვები და ეს ყველაფერი ერთი ალგორითმის წყალობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის წარმოების ხარჯი არ გაიზრდება. სტამბა „კოლორ ჯგუფის“ მიერ საქართველოში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებლობას იძლევა ერთი დიზაინის მეშვეობით დაგენერირდეს მილიონობით უნიკალური ვიზუალი და ერთი სახეობის პროდუქტი მრავალფეროვანი გახდეს. ეს კი თავის მხრივ, ქართულ შეფუთვებს კონკურენტუნარიანს გახდის არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტოდაც.

ნინი ქეთელაური