საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტი, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.