ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 171 579 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.848 პროცენტით განისაზღვრა.