ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 3 051 424 548 დოლარს შეადგენს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3 051 424 548 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 35,4 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 201,734,437 აშშ დოლარს (ზრდა 5.6%), რაც 10,6 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19.7%-ია.