კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯონ ბერდის განცხადებაშია ნათქვამი.

"მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის ძალისხმევისა, შეეჩერებინა ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სამხედრო აგრესია გრძელდება", - ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისა და კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს.

კანადის სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანი, ასევე "სბერბანკი" და ხუთი საწარმო.