2019 წელს გამოცემული წარმატებული ბლოკბასტერის შედეგად კომპანია Disney გახდა პირველი კომპანია კინოინდუსტრიაში, რომელმაც ერთ წელიწადში 10 მილიარდი დოლარის სალარო შემოსავალი მიიღო.
9 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკაში 3.3 მილიარდი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 6.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. აქამდე კომპანიის რეკორდულ მაჩვენებლს წარმოადგენდა 2016 წელს მიღებული 7,6 მილიარდი დოლარის სალარო შემოსავალი. ეს მაჩვენებელი კომპანიამ „შურისმაძიებლები: დასასრული“-სა და „მეფე ლომი“-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გადალახა, ახლა კი მისთვის 10 მილიარდი სალარო შემოსავალი გახდა ხელმისაწვდომი. თან ეს საბოლოო ციფრი არ არის, ამ დრომდე ეკრანებზე წარმატებით გადის ანიმაციური ფილმი „გაყინული 2“, რომელიც ამ დღეებში გადალახავს მილიარდიან ზღვარს სალარო შემოსავლებით, ხოლო 20 დეკემბერს ეკრანებზე გამოდის კომპანიის წლის უკანასკნელი ბლოკბასტერი „ვარსკვლავური ომები: სქაივოლქერის აღზევება“, შედეგად კი ყველანაირი წინასწარი პროგნოზით კომპანიისთვის 11 მილიარდის სალარო შემოსავალი ძალიან რეალისტურია.
ამასთან, ამ ზაფხულს Disney გახდა პირველი კომპანია, რომელსაც ერთ წელიწადში ხუთი ფილმი აქვს მილიარდზე მეტი შემოსავლით, ესენია: "Avengers: Endgame,” “Aladdin,” “Toy Story 4,” “The Lion King” და “Captain Marvel”. ამ ჩამონათვალს წლის ბოლომდე შეემატებიან “Frozen 2” და “Star Wars: The Rise of Skywalker”. ეს კი აბსოლუტური რეკორდი იქნება.