1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0357 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2210 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.