სამინისტროების დაფინანსება - ბიუჯეტი 2020

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 554.2 მლნ ლარით, ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) კი 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. გადასახდელების მაჩვენებელი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 221.0 მლნ ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსდება - 4,363,000.000 ლარით.

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებების მოცულობები ასე გამოიყურება:

ფინანსთა სამინისტრო: 93 მილიონი ლარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 364 000 000 ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2 071 600 000 ლარი

იუსტიციის სამინისტრო: 224 000 000 ლარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 4 363 000 000 ლარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 159 000 000 ლარი

თავდაცვის სამინისტრო: 880 000 000 ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო: 770 000 000 ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 353 000 000 ლარი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1 666 545 000 ლარი